სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი ბოლქვაძის საქმეზე


15 წლიანი სამართლებრივი დავის შემდეგ, 2004 წელს გარდაცვლილი გიორგი ბოლქვაძის დედამ, გულნარა სარიშვილმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმე მოიგო. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ექიმების დაუდევრობას. სახელმწიფომ ვერ დაიცვა სიცოცხლის უფლება და კომპენსაციის სახით მას 20 ათასი ლარი დააკისრა. საქმის ადვოკატის, ემზარ პაქსაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმით, რომ სამოქალაქო კოდექსში სტრასბურგის სასამართლომ ფაქტობრივად ცვლილებები მოითხოვა, რადგან ქართულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, უზენაესმა სასამართლომ 2008 წელს უარი თქვა გარდაცვლილის დედისთვის მორალური ზიანის გამო კომპენსაციის გაცემაზე. მაისში სტრასბურგის სასამართლოზე დაყრდნობით უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 2008 წლის გადაწყვეტილება და კომპენსაცია სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს დააკისრა. შემთხვევა 2004 წლის 16 თებერვალს მოხდა. „აჭარგანათებაში“ მომუშავე გიორგი ბოლქვაძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა. იგი ბათუმის ყოფილ პირველ საავადმყოფოში 14 მარტს გარდაიცვალა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან