შეხვედრა POWERCHINA-ს წარმომადგენლებთან

12.09.2015 02:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საინვესტიციო კომპანია ,,POWERCHINA"- ს ვიცე-პრეზიდენტს, დიუ ჩუნგუას შეხვდა. უმსხვილესი კომპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სფეროში ინვესტიციებს ახორციელებს და ოპერირებას ახდენს, საქართველოში არსებულ პოზიტიურ ბიზნესგარემოს კარგად იცნობს. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, "POWERCHINA"-ს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კონკრეტული გეგმა აქვს. კომპანია ანაკლიის პორტითაა დაინტერესებული. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უცხოური კომპანიების საქმიანობისთვის ქვეყანაში თავისუფალი, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გარემოა შექმნილი. #GeorgiaChina

გაზიარება: