კონცერტი მოსკოვში და პუტინის შეწყვეტილი მიმართვა
„ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ ყველა დასახულ მიზანს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყირიმის ანექსიის რვა წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ასეთი ერთიანობა რუსეთს არასდროს ჰქონია. ღონისძიება მოსკოვში „ლუჟნიკის“ სტადიონზე მიმდინარეობს. სტადიონზე შეკრებილი ხალხის წინაშე რუსი მსახიობები, მომღერლები და სპორტსმენები გამოდიან.ღონისძიების მონაწილეთა ნაწილს გეორგიევსკის ლენტები უკეთიათ და ტანსაცმელზე გამოსახული აქვთ „Z“ ნიშანი, რომლითაც აღინიშნება უკრაინაში ომში მონაწილე რუსული სამხედრო ტექნიკა. კონცერტის მონაწილეები უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების მხარდაჭერის ტექსტებით გამოდიან. რუსული მედიის ცნობით კონცერტი და პუტინის მიმართვა რეალურ დროში მიმდინარეობდა თუმცა ტრანსლაციის დროს დაფიქსირდა შემდეგი ფაქტი. კადრში ჩანდა ვლადიმერ პუტინი, რომელიც შეკრებილებსა და მაყურებელს მიმართავდა სიტყვით, თუმცა უეცრად მისი სიტყვა გაწყდა და პუტინის ნაცვლად სცენაზე გამოჩნდა რუსი მომღერლის, ოლეგ გაზმანოვის გამოსვლა. რამდენიმე წუთის წინ კი რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებმა გაიმეორეს ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნანი ბრეგვაძემ და ნიკოლოზ რაჭველმა მოსკოვში კონცერტი გამართე...
Ana Papidze
ნინო ბაშარულმა გეზი საფრანგეთისკენ აიღო
Music Box
ინგა ფერაძის სოლო კონცერტი და ალბომის პრეზენტაცია-პრესკონფერ...
culturegovge culturegovge
ნიკო ნერგაძე vs კახაბერ ცისკარიძე
რადიო თავისუფლება
გურამ ოდიშარიას შეხვედრა ლიანა ისაკაძესთან
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარიას შეხვედრა ლიანა ისაკაძესთან
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარიას შეხვედრა ლიანა ისაკაძესთან
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარიას შეხვედრა ლიანა ისაკაძესთან
culturegovge culturegovge