გეგმიური სამედიცინო მომსახურება

07.05.2020 04:33

„კოვიდ 19“-ის პანდემია გეგმიურ სამედიცინო მომსახურებაზე აისახა. მოქალაქეებს, რომლებსაც მარტის შემდეგ გეგმიური ოპერაციები ჰქონდათ დანიშნული, ლოდინი სავარაუდოდ ივნისის დასაწყისამდე მოუწევთ. გეგიური ქირურგიული ჩარევები მარტის შუა რიცხვებიდან შეჩერებულია. რაც შეეხება გეგმიურ გამოკვლევებს და სხვა ტიპის სერვისებს, ამ შემთხვევაში პაციენტებს ვიზიტის წინასწარ ელექტრონულად დაჯავშნა უწევთ, რათა რიგები თავიდან იყოს აცილებული. მოქმედებს დისტანციური მომსახურების წესიც. ახალი კორონავირუსის გამო შეჩერებულია სიმსივნის სკრინინგ-პროგრამებიც. გადაუდებელი ოპერაციების დროს კი მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო