საყოველთაო ჯანდაცვის ათი წელი

01.04.2023 06:57

სასიცოცხლოდ აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა მოქალაქეებისთვის უკვე ათი წელია, ჯანმრთელობის ძირითადი გარანტორია და ამისთვის 7 მილიარდამდე ლარია დახარჯული. სახელმწიფომ 3 მილიონ ადამიანს 11 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევა სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში დაუფინანსა. პროგრამა, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2013 წელს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით შეიქმნა, ყველა გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და გეგმიური სერვისების ნაწილს მოიცავს. ათწლიანი სტატისტიკის მიხედვით, პროგრამით მოსარგებლეთა ხარჯები 40% ით შემცირდა. სერვისები მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის მეოთხე ეტაპზე. პროგრამა უკვე ფარავს სერვისების სრულ სპექტრს მწვავე დაავადებების მართვიდან - რეაბილიტაციამდე. ქიმიო-ჰორმონო და სხივური თერაპიის ლიმიტი 12 ათასიდან 25 ათას ლარამდე გაიზარდა და მოიხსნა თანაგადახდის პრინციპი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა იყო C ჰეპატიტის ელიმინაცია, მკურნალობის პროცესში 81 184 მოქალაქე ჩაერთო, მათგან 56 ათასზე მეტი უკვე განკურნებულია. თუმცა, არაერთი მიღწევის პარალელურად, ჯანდაცვის პროგრამასა და სერვისებში რჩება გამოწვევებიც, მთავარი პრობლემა ანაზღაურებადი სერვისების ჩამონათვალის ზრდა, ასევე პროგრამის ხარისხისა და კლინიკების მიერ გაწეული ხარჯების კონტროლია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„აქტუალური შაბათი“ მაკა ცინცაძესთან ერთად - პირველი აპრილი, 2023 #LIVE

„აქტუალური შაბათი“ მაკა ცინცაძესთან ერთად - პირველი აპრილი,...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ათი წელი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დაწყებიდან
11:53

ათი წელი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დაწყებიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ახალიდღე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ათი წლისაა
09:12

#ახალიდღე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ათი წლისაა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემის შედეგები

კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემის შედეგები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა
06:05

საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სახის ქირურგიული მომსახურების დაფინანსებას
03:27

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სახის ქი...

TV IMEDI

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა
05:16

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა

Transparency International Georgia

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და დაფინანსების DRG-ი მეთოდი
05:26

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და დაფინანსების DRG-ი მეთოდი

პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი

ყველა ვიდეო