გრიგოლ გუგეშაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ

25.01.2020 01:00

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. აღკვეთის ღონისძიებაზე კი სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. სამართალდამცველებმა 45 წლის მამაკაცი გუშინ გამთენიისას აიყვანეს. შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად, დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო