გრიგოლ გუგეშაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი წარუდგინეს

25.01.2020 01:40

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ პირის ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. გამოძიება მას ორი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება -  განზრახ მკვლელობა დანაშაულის დაფარვისთვის, ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, სასამართლო ამ საკითხზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

სამართალდამცველებმა 45 წლის მამაკაცი გუშინ გამთენიისას აიყვანეს. შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს, დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო