საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივ განცხადება
„მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. შესაბამისად, ის არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებასა და სწავლა-სწავლების წარმართვაზე“, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივ განცხადებაში. „ჩვენთვის ფუნდამენტურად ღირებულია გამოხატვის თავისუფლების გარანტირება. მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ამით ხელი ეშლება სასწავლო პროცესის წარმართვას. ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გრძელდება. ამასთან, აკადემიური პერსონალის ლექციებზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ მათთვის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას, არამედ უშუალოდ აზარალებს იმ სტუდენტთა ინტერესებს, რომლებიც დღეს ესწრებიან სალექციო კურსებს. თუკი ჩვენი განზრახვაა უკეთესი საქართველო, ამის მიღწევის ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა ხარისხიანი განათლების მიღება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. თითოეული ჩვენგანის ვალია, ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი სტუდენტებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო, რაც დღეს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 38 უნივერსიტეტი აწერს ხელს. მათ შორის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სხვები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული ექიმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი მარგველაშვილი ზუგდიდში სტუდენტებს შეხვდა
Radio Atinati
უკრაინის საკითხი - რაში არ უნდა შეჰყვეს დასავლეთი რუსეთს?
რადიო თავისუფლება
Erasmus K2-ის პროგრამა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Zaza Tsotniashvili - Information War and Free Media
Zaza Tsotniashvili
თანამშრომლობის ხელშეკრულება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ესკულაპი"„Therapia საქართველოს“და უტრეხტის უნივერსიტეტის მე...
PK TV2
სამეცნიერო ონლაინჟურნალის „დიგიტალური ქართველოლოგია“ პრეზენტ...
Academy of Digital Humanities - Georgia