აქცია „მოდი ღამე მუზეუმში"
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში, 19 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია - „ღამე მუზეუმში“ გაიმართა. წელსაც, დამთვალიერებლებისთვის ქვეყნის მასშტაბით მდებარე მუზეუმები ღამის 1 საათამდე იყო ღია - ვიზიტორები თავად გახდნენ იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდა. ვინაიდან, 2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღინიშნება, სამინისტროს ინიციატივით, წელს, აქციის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თემატიკას. მიმდინარე წელს, აქციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტმა. მუზეუმების მიერ წარმოდგენილი ღონისძიებების საფუძველზე მომზადდა - 18 მაისის (მუზეუმების საერთაშორისო დღე) და აქციის „ღამე მუზეუმში“ ღონისძიებების კალენდარი, რომელიც სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსდა ► http://gov.ge/s/28073 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, მთელი კვირის მანძილზე მრავალფეროვანი ღონისძიებები - გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართა. მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის კულმინაცია 19 მაისია, როდესაც საქართველოს ყველა მუზეუმში ღია კარის დღე არის და ვიზიტორებისთვის შესვლა უფასოა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მუზეუმის კვირეული კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში აღინიშნება. http://mcs.gov.ge
მსგავსი ვიდეოები
მარნეულის მუნიციპალიტეტი აქცია „მოდი ღამე მუზეუმში“ შეურთდ...
Municipality of Marneuli
„მოდი ღამე მუზეუმში“
Municipality of Marneuli
მუზეუმის კვირეული / აქცია "მოდი ღამე მუზეუმში"
culturegovge culturegovge
მოდი ღამე მუზეუმში - აქცია რუსთავის ისტორიულ მუზეუმში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
მოდი ღამე მუზეუმში
culturegovge culturegovge
მოდი ღამე მუზეუმში - მუშტაიდის გაცოცხლებული ისტორიები
culturegovge culturegovge
მოდი ღამე მუზეუმში
culturegovge culturegovge
მოდი ღამე მუზეუმში
culturegovge culturegovge