კონსტრუქციული ახალი ამბები - ტრენინგი ჟურნალისტებისთვის


დღეიდან, 8 ივნისიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის ტრენინგი - კონსტრუქციული ახალი ამბები დაიწყო. სემინარის მთავარი თემა, კონსტრუქციული ჟურნალისტიკაა. გადამზადების კურსს, კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, კონსტრუქციული ახალი ამბების გამოცემის ავტორი, ულრიკ ჰააგერუპი უძღვება. ორდღიანი ონლაინსემინარის შემდეგ, უკვე სექტემბრის თვეში, საზოგადოებრივ მაუწყებელში ულრიკ ჰააგერუპი ორდღიან ვორქშოპსაც გამართავს. პროექტის ფარგლებში კი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ექვსი ჟურნალისტი და ორი მენეჯერი გადამზადების კურსს დანიაში, ორჰუსის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეტაპობრივად გაივლის.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან