📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈
ქუთაისში, ნიკეაზე დროშის დგარის მოწყობის სამუშაოების დასრულების ვადამ გადაიწია. მერიამ კომპანიას ვადა 29 მარტამდე გაუხარგრძლივა. დგარის მოწყობა 9 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც კომპანია \"ნიუ იბერიას\" დირექტორმა, მანანა მარუაშვილმა განაცხადა, სამუშაოების გაჭიანურება კონსტრუქციული საკითხების შეთანხმებამ და ბეტონის შრობის ტექნოლოგიური პროცესმა გამოიწვია.
კომპანია \"ნიუ იბერიამ\" მერიის მიერ მეექვსედ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. სამუშაოები, რომელთა ღირებულება 49 959 ლარს შეადგენს დროშის დგარის საფუძველის მოწყობასა და მის დამონტაჟებას მოიცავს . დროშა ნიკეაზე უნდა აღიმართოს. მისი სიმაღლე 46 მეტრია. თავად უშუალო დროშა კი 10 მეტრი სიგრძისა და 7 მეტრი სიგანის იქნება.