„კონსტრუქციული ახალი ამბები“ - კონფერენცია თბილისში
ამ წუთებში, სასტუმრო „რედისონში“ კონფერენცია „კონსტრუქციული ახალი ამბები“ მიმდინარეობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწვევით, საქართველოს დანიის კონსტრუქციული ინსტიტუტის დამფუძნებელი და წიგნის - „კონსტრუქციული ახალი ამბები“ ავტორი, ულრიკ ჰააგერუპი ესტუმრა. კონფერენციის მიზანია, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნოს კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიდგომა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე პრაქტიკაში იყენებს. კონფერენციას საერთაშორისო ორგანიზაციები, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, მედიაწიგნიერების და მედიის ინდუსტრიაში მომუშავე ორგანიზაციები, მედიის მიმართულების ხელმძღვანელები უნივერსიტეტებიდან და სტუდენტები ესწრებიან. კონფერენცია საჯარო ლექციას და კითხვა-პასუხის ფორმატს მოიცავს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გუშინ ულრიკ ჰააგერუპმა პირველი არხის პროდიუსერებისთვის, რედაქტორებისა და ჟურნალისტებისთვის ვორქშოფი ჩაატარა, რომელიც მოიცავდა როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ცოდნის გაზიარებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებიდან, თერთმეტმა უკვე გაიარა გადამზადების კურსი დანიის კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტში. უახლოეს მომავალში კიდევ ოთხი მიემგზავრება და წლის ბოლომდე, ჯამში, პირველი არხის 18 ჟურნალისტი იქნება კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიმართულებით გადამზადებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დანიის კონსტრუქციული ინსტიტუტის დამფუძნებლის ტრენინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მეოთხე გლობალურ კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონსტრუქციული ახალი ამბები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონსტრუქციული ახალი ამბები - ტრენინგი ჟურნალისტებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრენინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრენინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქუთაისში დროშის დგარის აღმართვის თარიღმა გადაიწია
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
„ვისაც უნდა დღეს რეალური ცვლილებები და არის კონსტრუქციული, შ...
POSTV - ანალიტიკა