კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მეოთხე გლობალურ კონფერენცია

23.06.2022 01:19

კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მეოთხე გლობალური კონფერენცია - ქალაქ ბონში მიმდინარე ღონისძიებას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორიც დაესწრო. პანელზე – „რატომ ირჩევენ მედია ლიდერები კონსტრუქციულ ჟურნალისტიკას, როგორც სარედაქციო სტრატეგიას“ განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: პოლარიზაცია, როგორც მორიგი პანდემია; დემოკრატიის, მედიისა და პოლიტიკის მიმართ ნდობის შემცირების პირობებში ახალი ამბების გაშუქების თავიდან გააზრება. ასევე დაისვა კითხვები, როგორ გავაშუქოთ ომი და კონფლიქტი კონსტრუქციულად. თინათინ ბერძენიშვილთან ერთად, პანელში მონაწილეობა მიიღეს დანიის ტელევიზიის დირექტორმა, აღმასრულებელმა რედაქტორმა და „დოიჩე ველეს“ აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. შეგახსენებთ, რამდენიმე თვეა, საქართველოს პირველი არხი ახალი ამბების გაშუქების ახალ და ევროპის წამყვან ქვეყნებში უკვე დამკვიდრებულ სტანდარტს – კონსტრუქციულ ჟურნალისტიკას ნერგავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის 11-მა ჟურნალისტმა უკვე გაიარა კურსი დანიაში, ორჰუსის უნივერსიტეტის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტში. გადამზადების პროცესი 2022 წლის სექტემბერში გაგრძელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ინტერვიუ დანიის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელ ულრიკ ჰააგერუპთან
01:09:03

ინტერვიუ დანიის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის დამფუ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დანიის კონსტრუქციული ინსტიტუტის დამფუძნებლის ტრენინგი
06:15

დანიის კონსტრუქციული ინსტიტუტის დამფუძნებლის ტრენინგი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კონსტრუქციული ჟურნალისტიკა - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი პროექტი
15:41

კონსტრუქციული ჟურნალისტიკა - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ახალი პროექტი საქართველოს პირველ არხზე
02:15

ახალი პროექტი საქართველოს პირველ არხზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„კონსტრუქციული ახალი ამბები“ - კონფერენცია თბილისში
02:56

„კონსტრუქციული ახალი ამბები“ - კონფერენცია თბილისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კონსტრუქციული ახალი ამბები
07:37

კონსტრუქციული ახალი ამბები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#მოამბე 21 საათზე, 18 ნოემბერი, 2022 #LIVE
01:04:45

#მოამბე 21 საათზე, 18 ნოემბერი, 2022 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ტრენინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის

ტრენინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო