ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

02.05.2021 00:36

შემთხვევა რკინიგზაზე. ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ლიანდაგს ასცდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ  „საქართველოს რკინიგზა“ წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო