დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული
დიდთოვლობის გამო, ქვეყნის მასშტაბით, საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის - მუხრანის გადასახვევი-სამტრედია-დაფნარის მონაკვეთზე, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ქედა-პაქსაძეების მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე, ქუთაისი - წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის ჭველიერი-მელეს მონაკვეთზე, ზუგდიდი-ჯვარი- მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთსა და საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე. ამასთან, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის პაქსაძეები-გოდერძის მონაკვეთზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კორშა-ბისოს მონაკვეთსა და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მელე-ლასდილის მონაკვეთზე. მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ქედა-პაქსაძეების მონაკვეთზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მაღაროსკარი-კორშას მონაკვეთსა და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-უშგულის მონაკვეთზე. საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. ყველა საჭირო ადგილას მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება საავტომობილო გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდთოვლობის გამო, გომბორი-ვაზიანის საავტომობილო გზაზე შეზღუდ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მასშტაბით, დიდთოვლობის გამო, გზების ინტენსიური გ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში - ვითარება გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდთოვლობა და შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდთოვლობა საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საავტომობილო გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster