ვითარება საავტომობილო გზებზე
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა მცხეთის მუნიციპალიტეტში, ლისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა. დიდთოვლობის გამო, შეზღუდულია გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით არსებულ საავტომობილო გზებზე. აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის დაყრა. ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია გუდაური–კობის მონაკვეთზე, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება. გარკვეულ მონაკვეთზე კი გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის მიზეზით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება საავტომობილო გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საავტომობილო გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საავტომობილო გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საავტომობილო გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საავტომობილო გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საავტომობილო გზებზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება საავტომობილო გზებზე
TV Pirveli
ვითარება საავტომობილო გზებზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტი