ვითარება საავტომობილო გზებზე


ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ადგილზე რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობაა და ინტენსიურად თოვს. მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ამ მონაკვეთზე მოძრაობა ერთი წამყვანი ხიდის მქონე მანქანებისთვის მხოლოდ ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დაშვებული. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ტრანსპორტისთვის კი მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზამთრის საბურავებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან