საქართველოს მასშტაბით, დიდთოვლობის გამო, გზების ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

09.01.2023

საქართველოს მასშტაბით, დიდთოვლობის გამო, გზების ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ცენტრალური მაგისტრალების ნაწილზე მოქმედებს შეზღუდვებიც. თოვისა და ყინვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის მანქანებისთვის გადაადგილება თავისუფალია. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე ასევე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხაიში-უშგულის მონაკვეთზე დასაშვებია გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მსგავსი შეზღუდვა მოქმედებს ასევე ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე. გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ცოტახნის წინ გაიხსნა მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: