შეზღუდვები საავტომობილო მაგისტრალებზე
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-უშგულის მონაკვეთზე. დიზი-უშგულის მონაკვეთზე კი მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. თოვისა და ლიპყინულის გამო, შეზღუდვები დაწესდა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, სადაც მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. მსგავსი შეზღუდვა მოქმედებს ხაშური-ახალციხე-ვალეს და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე. ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე კი კლდის მასის ჩამოშლის გამო, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი იმისთვის, რომ ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს. რთული ხილვადობის, ლიპყინულის და ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით ავტომაგისტრალზე მოძრაობა მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაც აიკრძალა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები. მძიმე ტექნიკის საშუალებით კი გზებზე იყრება ტექნიკური მარილი, რათა დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ მაინც აღდგეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეზღუდვები საავტომობილო მაგისტრალებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვები საავტომობილო მაგისტრალებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საავტომობილო გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საავტომობილო გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვები თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster