დავით კეზერაშვილის სასამართლო


თბილისის სააპელაციო სასამართლოში დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. სამოქალაქო დავაზე მოსამართლეთა კოლეგია მსჯელობს. დღევანდელ სხდომაზე მხარეები ახსნა-განმარტებების წარმოთქვამენ. თავდაცვის სამინისტრო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას, ხოლო კეზერაშვილის ადვოკატები - საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 29 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა. გამოძიების მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ, გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება, კერძოდ წვრთნები არ მიუღია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან