სასამართლო პროცესი დავით კეზერაშვილის საქმეზე

21.03.2023 05:35

დავით კეზერაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და  მას 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა. კიდევ ერთი ბრალდებულის, ალექსანდრე ნინუას მიმართ კი სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დააკმაყოფილა. კეზერაშვილის მხარე აპირებს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს. როგორც ადვოკატები განმარტავენ,  ვიდრე უმაღლეს ინსტანციაში საქმის განხილვა არ დასრულდება, გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხდება. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნევენ, რადგან იძულებითი აღსრულების დაწყების შემთხვევაში, შესაძლოა, კეზერაშვილის აქტივი დაყადაღდეს ტელევიზიაში. ზიანის ანაზღაურებაზე ეს დავა თავდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ დაიწყო, რაც სისხლის სამართლის საქმეზე, 2021 წელს უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილის და ნინუას მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ, წვრთნების ჩატარების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება არ მიუღია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კეზერაშვილის სასამართლო პროცესი
06:38

კეზერაშვილის სასამართლო პროცესი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დავით კეზერაშვილის საქმეზე განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს
00:32

დავით კეზერაშვილის საქმეზე განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხად...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ტელეიმედისა“ და მთაწმინდის პარკის იძულებით ჩამორთმევის საქმე
03:49

„ტელეიმედისა“ და მთაწმინდის პარკის იძულებით ჩამორთმევის საქმ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო
01:00

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ახალი ამბები: 15 ოქტომბერი, 2013
25:52

ახალი ამბები: 15 ოქტომბერი, 2013

Tabula ტაბულა

საფრანგეთში კეზერაშვილის სასამართლო დასრულდა
02:29

საფრანგეთში კეზერაშვილის სასამართლო დასრულდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უგულავა-კეზერაშვილის პროცესი - ორი ახალი პროკურორი ახალი მტკიცებულებებით
02:27

უგულავა-კეზერაშვილის პროცესი - ორი ახალი პროკურორი ახალი მტკ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დავით კეზერაშვილის განცხადება - გამოხმაურებები
03:48

დავით კეზერაშვილის განცხადება - გამოხმაურებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო