„ტელეიმედისა“ და მთაწმინდის პარკის იძულებით ჩამორთმევის საქმე
7 ნოემბრის აქციის დარბევის, „იმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე დღეს კიდევ ერთი მოწმე დაკითხეს. მოსამართლის კითხვებს ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორმა, გოგი ჯაოშვილმა უპასუხა. ის ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და მთაწმინდის პარკის ყოფილი დირექტორია. მოწმემ ვრცლად გაიხსენა, თუ როგორ დაიძაბა 2007 წელს ბიზნესასოციაციაში გაკეთებული განცხადებების შემდეგ მაშინდელ ხელისუფლებასა და პატარკაციშვილს შორის ურთიერთობა და როგორ დაიწყო მასზე ზეწოლა. ჯაოშვილმა მთაწმინდის პარკში სამართალდამცავების შესვლა და აქტივების იძულებით გასხვისების პროცესიც გაიხსენა, ასევე მოჰყვა, თუ როგორ დაიწყო ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 7 ნოემბრამდე მთაწმინდის პარკის გარშემო გაფორმებული 49-წლიანი ხელშეკრულების პირობების დარღვევა. მოწმემ ახსენა მერიის მაშინდელი მაღალჩინოსანიც. „იმედში“ შეჭრის, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე ექსპრეზიდენტი და ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანია ბრალდებული. ესენი არიან ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შვიდი ნოემბრის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ტელეიმედისა" და რიყის გასხვისების საქმეზე გიგი უგულავას სას...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
7 ნოემბრისა და ტელეიმედის საქმეზე სოზარ სუბარს კითხავენ
TV IMEDI
#ვლოგი ტელეიმედის გადაღება და საინტერესო კამერა ვლოგებისთვის
N1 FISHING
სააკაშვილის სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი თარგამაძის გამოკითხვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხიდაშელი და ივანიშვილი ევროსაბჭოში ტელეიმედის თემას შეეხნენ
პოლიტიკური პორტალი
ცეკვავენ ვარსკვლავების ნახევარფინალი - ჯანო იზორია/“დილის სა...
რადიო იმედი