ახალი ამბები: 15 ოქტომბერი, 2013

15.10.2013 25:52

- თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავების შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა. დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი დღეს საფრანგეთში გაიმართა - ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში საარჩევნო გარემო შეაფასა და შესაბამისი ანგარიში გამოაქვეყნა - ნაციონალური მოძრაობა მთავრობის წარმომადგენლების მიერ საპარლამენტო უმცირესობის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებას აპროტესტებს - საქართველოს პრემიერმინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების საკითხებში თამარ ჩუგოშვილი არ იზიარებს იმ ადამიანთა მოსაზრებას, რომლებმაც თომას ჰამერბერგს ჰომოფობიური მიმართვა გაუგზავნეს - "ხუდონჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ისინი კარვების გაშლითა და შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან - უკრაინის პრეზიდენტმა ესტონეთში ვიზიტისას ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხში სრული მხარდაჭერა მიიღო - დავით პაიჭაძის საავტორო გადაცემა "ამაოების ბაზარი" ტაბულას ეთერში პირველად დღეს 23:00 საათზე გავა. წამყვანი კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე სტუმრებთან ერთად ყოველ სამშაბათს ისაუბრებს.

გაზიარება: