მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღე ზუგდიდში

04/04/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე მოქალაქეებმა აქციით აღნიშნეს. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან
უპატრონო ძაღლების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. მათ აქციაზე საკუთარი ძაღლები ჰყავდათ მოყვანილი.

„ჩვენ გვინდა გავაგებინოთ მუნიციპალიტეტს, რომ აუცილებელია ქალაქში არსებობდეს ძაღლთა თავშესაფარი. ძაღლებსაც გააჩნიათ მათი უფლებები და ვალდებულები ვართ, დავიცვათ ისინი“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეგნატე შამუგიამ.

„ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მიხედოს მიუსაფარ ძაღლებს და არ გადაიყვანოს ისინი სასაკლაოზე. ჩვენ მუდმივად ვუერთდებით მსგავს აქციებს და ვიცავთ მიუსაფარ ცხოველებს“, - აღნიშნა „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენელმა ემზარ კვარაცხელიამ.

ცნობისთვის, მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში 2011 წლის 4 აპრილიდან აღინიშნება.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან