რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ სოლედართან რუსული მოიერიშე თვითმფრინავი, „სუ -25“ ჩამოაგდეს. გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა დარტყმა მიიტანეს რუსი სამხედროებისა და ტექნიკის შეკრების ათ ადგილზე. კიევში ამბობენ, რომ რუსეთი კვლავაც ცდილობს დონეცკის ქალაქების დაკავებას. ძირითადი შეტევა გრძელდება ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით. გასულ დღე-ღამეში რუსეთმა ექვსი სარაკეტო და 14 საავიაციო დარტყმა მიიტანა უკრაინაზე. ასევე 95-ჯერ გახსნა საარტილერიო ცეცხლი. მათ შორის რუსეთის არმია აგრძელებს ხერსონისა და სუმის ოლქების დაბომბვას. კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში კი ვერტმფრენი საბავშვო ბაღს დაეცა. დაღუპულია ხუთი პირი. ჩამოვარდნის შედეგად, ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის, კატასტროფის მიზეზი უცნობია. უკრაინის პრეზიდენტმა თავის ტრადიციულ გამოსვლაში ისაუბრა რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროს დაბომბვაზე. მისი თქმით, სარაკეტო დარტყმას, რა დროსაც კორპუსი ჩამოინგრა, ბოლო მონაცემებით, 45 ადამიანი და მათ შორის ექვსი ბავშვი ემსხვერპლა. მან რუსეთს კაცობრიობის მტერი უწოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster