რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
უკრაინაში ომის 399-ე დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმა მიიტანა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლზე. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, რამდენიმე აფეთქება მოხდა სარკინიგზო დეპოში, შედეგად, ქალაქსა და მიმდებარე რამდენიმე დასახლებას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამ ეტაპზე უკრაინის გენერალური შტაბი მომხდარზე ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს. რაც შეეხება დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებებს - უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის არმია კონცენტრირებულია შეტევაზე ოთხი ქალაქის მისამართით. ესენია ლიმანი, ბახმუტი, ავდეევკა და მარინკა. უკრაინელი სამხედროების ცნობით, ბახმუტთან სიტუაცია დინამიკურია, თუმცა, რუსეთმა ბოლო დღეებში მნიშვნელოვან წინსვლას ვერ მიაღწია. რუსი სამხედროები ასევე მობილიზებულები არიან უკრაინის სასაზღვრო რაიონებში, მათ შორის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში. ამასთან, რუსეთის არმია აგრძელებს სუმის ოლქის მისამართით სროლას. ბოლო 24 საათში მათ ოთხ დასახლებას გაუხსნეს ცეცხლი ნაღმმტყორცნებიდან. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ სუმის ოლქში გუშინ უკრაინის პრეზიდენტი იმყოფებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებთან თათბირი გამართა და მესაზღვრეთა პოზიციების გაძლიერების განკარგულება გასცა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster