ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის საქმის არსებითი განხილვა


ბრალდების მხარის მოწმის დაკითხვით განახლდა საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის საქმის არსებითი განხილვა.

პროცესზე ანზორ ქოქოლაძისთვის 2010-2011 წლებში წარდგენილ ბრალდების საქმეს განიხილავენ.

კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელს გამოძიება თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებდა, თუმცა ბიზნესმენის შეფასებით, მისი დაკავება კომპანიის იძულებით დათმობას უკავშირდებოდა, რაზეც მან უარი განაცხადა.

სასამართლოს დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ბრალდების მხარეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

სხდომაზე ბიზნესმენის ყოფილი თანამშრომელი იკითხება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან