პატარკაციშვილის საქმეზე ბრალდებულები დაიკითხნენ
ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე საქალაქო სასამართლოში ბრალდებულები დაიკითხნენ. მათი განცხადებით, აუდიოჩანაწერში საკუთარ ხმებს ვერ ცნობენ. მათივე თქმით, არცერთი მაღალჩინოსნისგან ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით დავალება არ მიუღიათ. კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს - ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადება. გამოძიება ამბობს, რომ კუდ-ის სამი ყოფილი მაღალჩინოსანი პატარკაციშვილის მკვლელობის გეგმას, ბიზნესმენის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე განიხილავდა. ბრალდების ერთ-ერთი მტკიცებულებაა აუდიოჩანაწერი, რომელიც პროკურატურის ცნობით, 2007 წლის თებერვალში მოდულის შენობაში ერთ-ერთ თათბირს ასახავს. გამოძიების ცნობით, ამ თათბირზე საუბარია ბიზნესმენის ლიკვიდაციის გეგმის შეთანხმებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კუდ-ის მაშინდელი მაღალჩინოსნები – გია დგებუაძე, იგივე „მასტერა“, ლევან ქარდავა, გიორგი შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ეს ჩანაწერი ავთენტურია და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომაც დაადასტურა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პატარკაციშვილის საქმეზე ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელი დაკი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პატარკაციშვილის საქმის განხილვა გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster