ელექტროენერგიის პრობლემა თელავში
დღეს დილიდან თელავის უბნების უმრავლესობას დენი არ მიეწოდებოდა. ელექტროენერგია გათიშული ჰქონდა ქალაქის სამხრეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას. გათიშვის მიზეზს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიერ ხეების გადაბელვა და დაზიანებული საყრდენი ხაზების შეცვლა წარმოადგენდა. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებით, მოსახლეობას გათიშვების შესახებ წინასწარ ეცნობა. ჟანა დიდებაშვილის თქმით, დაინტერესებულ პირებს წინასწარი გათიშვების შესახებ ინფორმაციის მიღება „ენერგოდისტრიბუციის" ფეისბუქის გვერდიდან შეუძლიათ. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/18OQd1Z
მსგავსი ვიდეოები
დევნილების მდგომარეობა თელავში
ტელეკომპანია თანამგზავრი
კართუბანს ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის პრობლემა მოეხსნა
ტელეკომპანია თანამგზავრი
უშუქობა კახეთში
ტელეკომპანია თანამგზავრი
სოფელ მაღაროს ელექტრომომარაგების მოწესრიგებული რეჟიმი
ტელეკომპანია თანამგზავრი
ნიკოლოზ რურუა მირზაანში
culturegovge culturegovge
ფიროსმანის სახლ-მუზეუმი
culturegovge culturegovge
პროტესტი სვანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდთოვლობა აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster