ფიროსმანის სახლ-მუზეუმი

15.08.2012 01:20

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ფიროსმანის მუზეუმის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ფოროსმანის მუზეუმს კი საჩუქრად საოფისე ავეჯი, კომპიუტერი და პლაზმური მონიტორი გადასცა. მირზაანში ფიროსმანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ყოველწლიურად ეტაპობრივად მიმდინარეობს. 2009 წელს მუზეუმში პირველად მოწესრიგდა ელექტროენერგიის პრობლემა, წყლისა და გაზის გაყვანილობა, შეიცვალა შენობის სახურავი და გასულ წელს განახლდა მუზეუმის საექსპოზიციო სივრცე. მიმდინარე წელს ფიროსმანის სახლ-მუზეუმი მთლიანად განახლდება, მუზეუმის ტერიტორიაზე დამთვალიერებლებისათვის მოეწყობა სველი წერტილები და მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით უკვე დაგეგმილია ფოროსმანის ორი ნამუშვერის - „მწოლიარე ქართველი ქალის" და „თამარ მეფის პორტრეტის" რესტავრაცია. http://www.mcs.gov.ge   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: