ნიკოლოზ რურუა მირზაანში

16.08.2012 01:06

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ფიროსმანის მუზეუმის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ფოროსმანის მუზეუმს კი საჩუქრად საოფისე ავეჯი, კომპიუტერი და პლაზმური მონიტორი გადასცა.

მირზაანში ფიროსმანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ყოველწლიურად ეტაპობრივად მიმდინარეობს. 2009 წელს მუზეუმში პირველად მოწესრიგდა ელექტროენერგიის პრობლემა, წყლისა და გაზის გაყვანილობა, შეიცვალა შენობის სახურავი და გასულ წელს განახლდა მუზეუმის საექსპოზიციო სივრცე. მიმდინარე წელს ფიროსმანის სახლ-მუზეუმი მთლიანად განახლდება, მუზეუმის ტერიტორიაზე დამთვალიერებლებისათვის მოეწყობა სველი წერტილები და მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით უკვე დაგეგმილია ფოროსმანის ორი ნამუშვერის - „მწოლიარე ქართველი ქალის" და „თამარ მეფის პორტრეტის" რესტავრაცია.

http://www.mcs.gov.ge
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:
GM Sunshine