ნიკოლოზ რურუა პირდაპირ ეთერში

23.06.2012 04:36

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით. კულტურის მინისტრის ნიკოლოზ რურუას ინიციატივით დაინტერესებული საზოგადოებისათვის გაიმართა ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე პროექტის პრეზენტაცია. პროექტი წარადგინეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა და იტალიელმა რესტავრატორმა, UNESCO-ს მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების ავტორმა და კონსულტანტმა ანდრეა ბრუნომ. პრეზენტაციას ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები, მწერლები, მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. http://www.mcs.gov.ge   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: