უკრაინაში მეგის ქარდავა დააკავეს


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა უკრაინაში დააკავეს. როგორც ფეისბუქის გვერდზე მეგის ქარდავას სახელით მისი მეუღლე წერს, უკრაინული მხარე ქარდავას საქართველოში ექსტრადირებას გეგმავს.

„უკრაინის შესაბამისი ინსტანციის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩემი ექსტრადირების პროცესი დაჩქარებულია, რაც მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების აქტია და უკავშირდება პოლიტიკური პატიმრების, ჩვენი უკრაინელი ძმების „ოცნების“ ხელისუფლების ტყვეობიდან დახსნას, ანუ წარმოადგენს არაფორმალურ გაცვლას ორ სახელმწიფოს შორის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება „ქართული ოცნების“ მიერ ტრადიციული რუსული ღვარძლისა და ზიზღის პროპაგანდაზე დაფუძნებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის. ნათქვამია სოციალურ ქსელში მეგის ქარდავას გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც აღნიშნულია, რომ პოსტი ქარდავას სახელით მისმა მეუღლემ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წელსაც დააკავეს, იგეგმებოდა მისი ექსტრადირება, თუმცა უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქარდავას ექსტრადირება 2018 წელს შინაპატიმრობით შეუცვალეს. საქართველოს პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას წამებას, არაადამიანურ მოპყრობასა და უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. გამოძიება მის ექსტრადირებას სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლადაა მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან