პატიმრის წამების საქმე
წამება და სექსუალური ძალადობის ინსცენირება არარსებული დანაშაულის აღიარების მოთხოვნით. პროკურატურა უმძიმეს კადრებს ავრცელებს. ვიდეომასალაში ჩანს, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, როგორ აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას დაზარალებულს გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე და სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები პატიმარს გაუპატიურებით და ლიკვიდაციით ემუქრებიან. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ალექსანდრე მუხაძემ და მეგის ქარდავამ მას შემდეგ, რაც სასურველი ჩვენება ვერ მიიღეს, დაზარალებული ციხის კარანტინში ჩაიყვანეს და სხვა პატიმრის გაუპატიურება აყურებინეს. ჩვენების მიღების შემდეგ კი პატიმარს სექსუალური ძალადობის ინსცენირება მოუწყეს. განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შემდეგ დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა. საქმეზე პროკურატურამ ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“ დღეს პასუხისგებაში მისცა. ის ამ დრომდე წითელი ცირკულარით იძებნება. იგივე საქმეზე უკვე ბრალდებულია მეგის ქარდავა. როგორც ირკვევა გავრცელებული ვიდეომასალა უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა სწორედ ქარდავას ბინიდან ამოიღეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პატიმრის წამების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პატიმრის წამების საქმე
TV IMEDI
პატიმართა წამების საქმე - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიკვირა 21 ნოემბერი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიკვირა პატიმრის წამების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცხოვრება ბიუჯეტის ხარჯზე
TV IMEDI
ქრონიკა 17:00 საათზე - 20 ნოემბერი, 2021 წელი
TV IMEDI
სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს
TV IMEDI