მეგის ქარდავას საქმე
მეგის ქარდავას ექსტრადირება საქართველოში სავარაუდოდ 2 კვირის ვადაში მოხდება. უკრაინის სასამართლომ მეგის ქარდავას ექსტრადირებაზე იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მისმა უკრაინელმა ადვოკატმა დაუდასტურა. მისი განცხადებით, მყარი არგუმენტების მიუხედავად მათი პოზიცია სასამართლომ არ გაითვალისწინა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურადაა მოტივირებული. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი უკრაინაში ორი დღის წინ დააკავეს. ამის შესახებ მეგის ქარდავას სახელით ინფორმაცია მისმა მეუღლემ გაავრცელა. ყოფილი მაღალჩინოსანი უკრაინაში 2017 წელსაც დააკავეს და იგეგმებოდა მისი ექსტრადირება, თუმცა უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებით ექსტრადირება 2018 წელს შინაპატიმრობით შეცვალეს. საქართველოს პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მეგის ქარდავას საქმე
TV IMEDI
მეგის ქარდავას საქმე
TV IMEDI
მეგის ქარდავას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეგის ქარდავას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეგის ქარდავას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეგის ქარდავას საქმე
TV IMEDI
მეგის ქარდავას საქმე
TV IMEDI
მეგის ქარდავას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster