ეპიზოდი 1 | რა არის იოგა? 5 პოზა დღის დასაწყებად

05/22/2021
იოგა ყველას-ის მიერ

იოგა ყველას - არის გამაჯანსაღებელი პლატფორმა, რომელიც გთავაზობთ ყოველდღიურ რეალობაში მიღებული სტრესისგან გათავისუფლების სხვადასხვა საშუალებებს. იოგები: შივო და დევდასი ეცდებიან ჩაგახედონ იოგას ნამდვილ არსში, რაც გულისხმობს აღქმის და ენერგიის დონის ამაღლებას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შინაგანი, უნივერსალური ბედნიერების გამოღვიძებით და ამის საშუალებით გათავისუფლებას მიჯაჭვულობებისგან, წარსულისაგან და სტრესებისაგან.

არხზე წარმოდგენილი იქნება როგორც ჰათჰა იოგას (ფიზიკური) ვარჯიშები, ასევე სუნთქვისა და მედიტაციის ტექნიკები,პირადი ვიდეო ვლოგები სადაც ჩაგახედებთ ამა თუ იმ იოგის ცხოვრებაში, იქნება ინტერვიუები ასტროლოგებთან, დიეტოლოგებთან, იოგას, ციგუნის, ტაიჩის და სხვა მიმდინარეობების ოსტატებთან, ასევე განვიხილავთ სხვადასხვა სწავლებებს და მათთან დაკავშირებულ წმინდა წერილებს, როგორებიცაა: ძენ-ბუდიზმი (ალმასის სუტრა), ქრისტიანობა (მაგ. იოანეს სახარება), დაოსიზმი (ლაო ძის დაო დე ძინი), ვაიშნავიზმი (ბჰაგავად გიტა) და ა.შ.
სამომავლოდ იგეგმება დარბაზის გახსნაც, სადაც ჩატარდება როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური ვარჯიშები ყველა ჩამოთვლილ მიმდინარეობაში.

გამოიწერეთ ჩვენი იუთუბის არხი
ინსტაგრამის გვერდი : https://www.instagram.com/yoga_yvelas/
ფეისბუკის გვერდი : https://www.facebook.com/Yoga-Yvelas/

0:00 - შესავალი
0:10 - გაცნობა და არხის გეგმები
3:05 - 5 პოზა დღის დასაწყებად
10:30 - შემდეგ ეპიზოდში ნახავთ

დაგვიტოვეთ კითხვები კომენტარებში და შემდეგი ეპიზოდის დადებამდე ჩავწერთ ვიდეოს, სადაც პასუხს გავცემთ თქვენს ყველა შეკითხვას.

ჯეი გურუ დევ
ნამასტე

დახმარებისთვის უზარმაზარ მადლობას ვუხდით არტისტებს - მუსიკოს Saphileaum - ს და ფოტოგრაფ ლუკას შერმადინს.