ჯანდაცვის სექტორს 60 ათასამდე კოვიდინფიცირებულის მართვა უწევს
ჯანდაცვის სექტორს 60 ათასამდე კოვიდინფიცირებულის მართვა უწევს. ყოველდღიურად იზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობა. ამ დროისთვის ვირუსული გართულებებით 1 547 მოქალაქე გვყავს, მათგან 336-ს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსი დაუდასტურდა 3 803 პირს. მონაცემები გუშინდელთან შედარებით შემცირებულია, თუმცა, სპეციალისტები დამშვიდების საფუძველს ვერ ხედავენ. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11,3%-ით განისაზღვრა, რაც საკმაოდ მაღალი ნიშნულია. დღეს აღრიცხული ფაქტებიდან თბილისში გამოვლენილია 1 425 შემთხვევა, შემდეგია აჭარა 598 ახალი ინფიცირებულით, იმერეთი - 506, 327-ია კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში 246. მასობრივი იმუნიზაციის გარეშე, მედიკოსები სიტუაციის გაუარესებას პროგნოზირებენ. 22 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 962 165 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი – რაც მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 10%-ია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს ევროპის სცენარი ემუქრება / ბიზნესის მოსალოდნელი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია იწყება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა სამგორის მოსახლეობასთან
Giorgi Kvirikashvili
ჯანდაცვის სექტორს მოგება უმცირდება
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
ჯანდაცვის სექტორს მოგება უმცირდება #LIVE
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
პრეზიდენტმა ჯანდაცვის სექტორს სასუნთქი აპარატები გადასცა
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
„მადლიერების ტაში“ - აქცია ექიმების მხარდასაჭერად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster