„მადლიერების ტაში“ - აქცია ექიმების მხარდასაჭერად
სოლიდარობა, მადლობა და მხარდაჭერა ჯანდაცვის სექტორს - ამ წუთებში საქართველოში უჩვეულო აქცია იწყება. მოქალაქეები მადლიერების ტაშს უკრავენ ადამიანებს, რომლებიც უკვე 21-ე დღეა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გამოჯანმრთელებისთვის იბრძვიან და დაავადების გავრცელების შეჩერებას ცდილობენ. ესენი არიან დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები, ექიმები, სასწრაფო დახმარების სამსახურის ბრიგადები, ფარმაცევტები, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები, მედდები, სანიტრები - პერსონალი, რომელიც ყოველდღე, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, „კოვიდ 19“-ის დამარცხებას ცდილობს და ჩვენს ჯანმრთელობას იცავს. დღეს, როდესაც მსოფლიო ახალი სახეობის კორონავირუსის სახით გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, სამედიცინო სექტორის თითოეული წარმომადგენლის წვლილი და შრომა ფასდაუდებელია. ამიტომ ჩვენ, მოქალაქეები მათ მიმართ მხარდაჭერასა და მადლიერებას შესაბამისი ჟესტით - ტაშით გამოვხატავთ. მოხალისეთა ინიციატივით მიმდინარე სიმბოლურ აქციას მარიკა შალიკაშვილი აშუქებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„მადლობის ტაში “ - მოქალაქეების მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში
Radio Atinati
სოლიდარობის აქცია „მადლიერების ტაში“ ექიმებისთვის“
TV IMEDI
„მადლიერების ტაში“ - აქცია ამ სახელწოდებით ექიმებისადმი მადლ...
TV 25
"მადლიერების ტაში"
ReportGe News
მადლიერების ტაში „თბილსერვისისა“ და საგანგებო სიტუაციების მა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მადლიერების ტაში“: თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობამ სამედ...
TV IMEDI
მადლიერების ტაში მედიკოსებს
TV IMEDI
მადლიერების ტაში ექიმებს - „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster