მაშველები მდინარე ნაკრასა და ენგურში სამ მოზარდს ეძებენ. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით სამი არასრულწლოვანი სოფელ ნაკრასთან ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მდინარეში გადავარდნენ. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გუშინვე დაიწყო, თუმცა მოზარდების პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა ცოტახნის წინ ავტომობილს მიაგნეს, რომელიც მდინარე ნაკრადან უკვე ამოიყვანეს. თუმცა მოზარდებს მაშველებმა ვერ მიაკვლიეს. ვითარებას ართულებს მდინარეში წყლის მაღალი დონე. ამასთან, შემთხვევის ადგილი ახლოსაა ენგურის შესართავთან, რის გამოც ძებნის ოპერაცია ენგურშიც მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, სამძებრო სამუშაოებში მაშველებს ადგილობრივებიც ეხმარებიან.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.