სამაშველო ოპერაცია სვანეთში

05.05.2024 01:03

სამდღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მდინარე ნაკრაში დაკარგული ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგვიდასტურეს. გავრცელებული ცნობით, ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ იპოვეს. კიდევ ორი დაკარგულის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება. შეგახსენებთ, რომ 2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა. შემთხვევა მდინარე ნაკრასა და ენგურის შესახვევთან მოხდა.   ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: