სამაშველო ოპერაცია

25.09.2021 01:37

თუშეთიდან 40-მდე მოქალაქე და ტურისტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენების დახმარებით, ბარში ჩამოიყვანეს. ვერტმფრენებით მოქალაქეების გადმოყვანა თელავის აეროპორტში განხორციელდა. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთის დაზიანების შედეგად, მაღალმთიანი დასახლება გარესამყაროს მოწყდა, რის გამოც ადგილობრივები და ტურისტები მთაში ჩარჩნენ. დანარჩენი კიდევ 40 მოქალაქისა და ტურისტების გადმოყვანა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენით იგეგმება, თუმცა, როგორც კახეთის გუბერნატორმა განაცხადა, ფრენების განხორციელება ამინდზეა დამოკიდებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: