უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის პროექტი


ბიუროს სხდომას უკრაინასთან დაკავშირებით მომზადებული პარლამენტის რეზოლუცია ხვალ წარედგინება. ეს არის „ქართული ოცნების“ დოკუმენტი, რომელსაც მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს. კრიტიკის მთავარი საფუძველი ის არის, რომ პროექტის არცერთ პუნქტში რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის. რეზოლუციის პროექტის სახელწოდებაა „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“. შედგება თუ არა საპარლამენტო პარტიების შეთანხმება უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტზე, - სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ შემუშავებული პროექტი არსებულ ვითარებას სრულად მიესადაგება და გამოხატავს სოლიდარობას უკრაინის მიმართ. განსხვავებულია ოპოზიციის შეფასება. პარტია „დროას“ მომზადებული აქვს საკუთარი დოკუმენტი, ასევე რეზოლუციის ტექსტი შეადგინეს „ევროპელმა სოციალისტებმაც“. ალტერნატიული პროექტის წარდგენას არ გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიაში მიიჩნევენ, რომ შესწორებები არსებულ პროექტში უნდა შევიდეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან