უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია


უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმება ისევ ვერ ხერხდება - ერთის ნაცვლად, პარლამენტში სამი პროექტია მომზადებული. ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ვერსიას აკრიტიკებს. უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ ტექსტში რუსეთი ნახსენები არ არის. ოპონენტების მტკიცებით, კონსულტაციების დაწყების დროს, ხელისუფლებასა და მათ ოპონენტებს შორის პოზიციები პრაქტიკულად შეჯერებული იყო, მაგრამ დღის ბოლოს ტექსტიდან მთავარი ფორმულირებები გაქრა. ოპოზიციის ნაწილი იმედოვნებს, რომ საკომიტეტო მოსმენების დროს, კონსენსუსის მიღწევა მოხერხდება. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, პარლამენტს უკრაინის საკითხზე ერთპარტიული რეზოლუციის მიღება მოუწევს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან