უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია - პარლამენტის ბიუროს სხდომა

31.01.2022 03:15

მწვავე კამათი მოჰყვა დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტზე მსჯელობას. ოპოზიცია კვლავ მოითხოვდა პროექტში „რუსეთის ფედერაციის“ აგრესორ სახელმწიფოდ ხსენებას, რასაც უმრავლესობა არ იზიარებს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, სადაც პირდაპირ არის საუბარი უკრაინის მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიულ მოქმედებებზე. მათი თქმით, რუსეთის ქმედებების დაგმობას უკრაინის რადაც ხაზგასმით ითხოვს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მომზადებული პროექტი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს. მისი თქმით, დოკუმენტი უკრაინელი ხალხის ინტერესებს გამოხატავს და ქვეყნის სუვერენიტეტს მხარს უჭერს. მამუკა მდინარაძე დაინტერესდა, დაუჭერს თუ არა ოპოზიცია პლენარულ სხდომაზე პროექტს მხარს. „საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტს უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხვალ განიხილავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის პროექტი
01:55

უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის პროექტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე
02:13

უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეა რუანდაში
01:58

საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეა რუანდაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევრონესტის გადაწყვეტილება - შეფასებები
02:43

ევრონესტის გადაწყვეტილება - შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კონსულტაციები უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ოპოზიციასა  და მმართველ გუნდს შორის
03:45

კონსულტაციები უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ოპოზიციასა და...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია
02:39

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობას იწყებს
05:07

პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობას იწყებს

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

რუსეთს ვეუბნებით, რომ თქვენი მონა-მორჩილი ვართ-უკრაიანის მხარდამჭერი რეზოლუციის ხმაურიანი განხილვა
02:49:20

რუსეთს ვეუბნებით, რომ თქვენი მონა-მორჩილი ვართ-უკრაიანის მხა...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო