ევრონესტის გადაწყვეტილება - შეფასებები
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ასამბლეა მიესალმება ევროკომისიის მიერ 2022 წლის 23 ივნისს მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას, უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამივე ქვეყანა არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი. ევრონესტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა 19-21 თებერვალს კიშინიოვში გაიმართა. მასში ევროპარლამენტის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევრონესტის რეზოლუცია - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
EPP-ის ორი დეპუტატის წერილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევრონესტის ყოველწლიური ასამბლეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე 8 სესია
TV IMEDI
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ მუშაობა დაასრულა
TV IMEDI