სასამართლომ ზუგდიდის ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში აღადგინა

05/16/2018
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ააიპ ბიბლიოთეკების მართვის ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ზეინაბ მორგოშია სამსახურში აღადგინა. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა და ბათილად ცნო. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, ააიპ ბიბლიოთეკის მართვის ცენტრს განაცდურის ანაზღაურებაც დაევალა.

„რალურად ეს არ იყო ლიკვიდაცია, არამედ იყო რეორგანიზაცია. გვაქვს დასკვნა, რომლის შესაბამისად მორგოშია დასაქმებული იყო უვადოდ და არა ვადით, ასევე, ორგანიზაციულ ცვლილებას რაც შეეხება, თანამშრომლების საშტატო შემცირება არ მომხდარა. მოსარჩელე მხარე მოპასუხებ არათანაბარ პირობებში ჩააყენა, შესაბამისად, იკვეთება დისკრიმინაცია“, - ასე განმარტა საკუთარი გადაწყვეტილება მოსამართლემ.

რაც შეეხება პლიტიკურ დისკრიმინაციას, მოსამართლემ გათავისუფლების პოლიტიკური მოტივი არ დაადგინა.
გადაწყვეტილებისგამოცხადების შემდეგ სასამართლოს დარბაზის გარეთ მცირე დაპირისპირება მოხდა. მორგოშია და მისი მეუღლე ალიოშა ალანია, რომელიც სასამართლოზე მოწმის სახით დაიკითხა, მადონა მაქაცარიას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან.„თავიდანმე მქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო ამ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა. დღეს გაიმარჯვა სიმართლემ. ჩემი შემდგომი ნაბიჯი კი იმისთვის ბრძოლა იქნება, რომ არაობიექტური დირექტორი წავიდეს თანამდებობიდან“, - აღნიშნა მორგოშიამ.

თავად მადონა მაქაცარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ არის, თუმცა დამატებით კომენტარი იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა გადაწყვეტილების გასაჩივრებას, არ გააკეთა.
ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის უკვე ყოფილი თანამშრომელი, სამკითხველო დარბაზის მთავარი სპეციალისტი ზეინაბ მორგოშია, რომელსაც ახლად შექმნილ აიპიში ხელშეკრულება არ გაუგრძელდა, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს და ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს. \"ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის\" დირექტორი მადონა მაქაცარია ბრალდებას უარყოფს. მისი მტკიცებით, მორგოშიას ხელშეკრულება იმ განცხადების საფუძველზე არ გაუგრძელდა, რომლითაც ამ უკანასკნელმა მერს მიმართა. მორგოშიას ინტერესებს სასამართლოს საქართველოს ახალგაზრდა ასოციაციის იურისტი ჯემალ ჭკადუა იცავდა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან