შეხვედრა სალონების ასოციაციასთან

14.05.2020 01:27

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სილამაზის სალონებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს ბიზნესომბუდსმენმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა,  სფეროს წარმომადგენლებთან. ვიდეოჩართვაში სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტი და დარგის 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. სილამაზის სალონების ფედერაციის სამუშაო ჯგუფი, აქტიურად იყო ჩართული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რეგულაციებში გათვალისწინებულია, როგორც  დარგის  სამუშაო სპეციფიკა, ასევე, მათი შენიშვნები. ვიდეოჩართვა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: