#COVID19 შეზღუდვები ბრიტანეთში

24.01.2021 00:42

დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ ადამიანები, რომლებმაც კოვიდ-19-ზე აცრა ჩაიტარეს, შესაძლოა, ვირუსს ისევ ავრცელებდნენ და შემზღუდველ ზომებს უნდა დაემორჩილონ – ამის შესახებ ინგლისის მთავარი სამედიცინო ოფიცრის მოადგილემ, პროფესორმა ჯონათან ვანთამმა განაცხადა. გამოცემა „ტელეგრაფში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მეცნიერებმა ვირუსის გადაცემაზე ვაქცინის ზეგავლენის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იციან. „არც ერთი ვაქცინა არ ყოფილა 100 პროცენტით ეფექტიანი. ვაქცინის ორივე დოზის მიღების შემდეგ, თქვენ კვლავ შეგიძლიათ გადასცეთ კოვიდ-19 სხვას და გადაცემის ჯაჭვები გაგრძელდება. - განაცხადა ინგლისის მთავარი სამედიცინო ოფიცრის მოადგილემ.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: