მომავალ კვირას პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი უნდა აირჩიოს
ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი? - მომავალ კვირას პარლამენტმა არსებულ კანდიდატებს კენჭი უნდა უყაროს და ახალი სახალხო დამცველი აირჩიოს. ვისზე შეჯერდებიან დეპუტატები - ამას საბოლოოდ კენჭისყრის შედეგები აჩვენებს. მანამდე კი, 19-ვე კანდიდატთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სარეკომენდაციო დასკვნას მოამზადებს. ოპოზიციის დიდი ნაწილი მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატებს უჭერს. უმრავლესობის პოზიცია კი ჯერ-ჯერობით უცნობია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს უპრეცედენტოდ ღია მოდელი შესთავაზა, შესაბამისად, პროცესიც გამჭვირვალეა. სახალხო დამცველი დეპუტატებმა მაღალი კვორუმით, 90 ხმით 8 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცონ. იმის გათვალისწინებით, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ხმათა ეს რაოდენობა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს, გადაწყვეტილების მისაღებად, უმრავლესობასა და ოპოზიციას თანამშრომლობა მოუწევს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომბუდსმენობის კანდიდატები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომბუდსმენობის კანდიდატები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვენეციის კომისიის დასკვნის მოლოდინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების არჩევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკადრო ცვლილებები მთავრობასა და მმართველ გუნდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მომავალი კვირიდან...
TV IMEDI
საკონსტიტუციო ცვლილებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster