საკადრო ცვლილებები მთავრობასა და მმართველ გუნდში

30.01.2024 08:11

ქვეყანა სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში. ახლა მთავარი კითხვაა, როგორ დააკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს ირაკლი კობახიძე, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი. კულუარებში უკვე საუბრობენ იმ მინისტრებზე, რომლებსაც დიდი ალბათობით პოსტების დატოვება მოუწევთ. სახელდება მათი სავარაუდო შემცვლელების ვინაობაც. რამდენიმე მათგანი პარლამენტის მოქმედი დეპუტატია, რაც არაოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციას სარწმუნოს ხდის, რადგან ახალი პრემიერი აღმასრულებელ ხელისუფლებაში სწორედ საკანონმდებლო ორგანოდან მიდის. არჩევნებამდე ცხრა თვით ადრე და პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებიდან ერთ თვეში მომხდარმა საკადრო ცვლილებებმა ყველა პოლიტიკური თემა გადაფარა. სანამ ოპოზიცია მთავრობის მეთაურის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის უკვე მეორედ წასვლის ვერსიებს განიხილავს, მანამდე მმართველი გუნდი ყრილობისთვის ემზადება. პირველ თებერვალს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს წარადგენენ. მის წინამორბედს და ახლა უკვე პრემიერობის კანდიდატს კი საკუთარი გუნდის წარსადგენად ცოტა დრო ექნება. როგორც დღეს ირკვევა, პარლამენტი ახალი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას მომავალ კვირას გეგმავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საკადრო ცვლილებები მთავრობასა და მმართველ გუნდში
16:16

საკადრო ცვლილებები მთავრობასა და მმართველ გუნდში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საკადრო ცვლილებები მთავრობასა და მმართველ გუნდში
03:28

საკადრო ცვლილებები მთავრობასა და მმართველ გუნდში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საკადრო ცვლილებები მთავრობასა და მმართველ გუნდში
06:37

საკადრო ცვლილებები მთავრობასა და მმართველ გუნდში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საკადრო ცვლილებები მთავრობასა და მმართველ გუნდში
05:49

საკადრო ცვლილებები მთავრობასა და მმართველ გუნდში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საკადრო ცვლილები მთავრობასა და მმართველ გუნდში
03:14

საკადრო ცვლილები მთავრობასა და მმართველ გუნდში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საკადრო ცვლილებები მთავრობაში
02:18

საკადრო ცვლილებები მთავრობაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მთავრობის ფორმირების პროცესი
05:20

მთავრობის ფორმირების პროცესი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დატოვებს თუ არა თანამდებობას იუსტიციის მინისტრი
08:49

დატოვებს თუ არა თანამდებობას იუსტიციის მინისტრი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო